მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული კონკურსანტების საყურადღებოდ!
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული კონკურსანტებისთვის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, 12 საათზე (I ეტაპი – წერითი გამოცდა).
მისამართი: ახალციხე, რუსთაველის ქ. №113 (I კორპუსი, IV სართული, აუდიტორია: №402, №403, №404, №405, №410).
წერითი გამოცდის დასრულების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება (II ეტაპი), ამავე კორპუსში (I სართული, აუდიტორია №122, №127).
გთხოვთ, რეგისტრაციისთვის მობრძანდეთ 11:30 საათზე.
კონკურსანტებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
გისურვებთ წარმატებებს!

