მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“

2026 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“.

ორგანიზატორები:

  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ეკონომიკური განვითარების და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

კონფერენციის მიზანია:

  • მეცნიერების, განათლებისა და პრაქტიკის წარმომადგენლების თანამშრომლობის გაღრმავება;
  • თანამედროვე გლობალური გამოწვევების განხილვა;
  • ეკონომიკური განვითარების აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო დისკუსიის ხელშეწყობა.

ვის შეუძლია მონაწილეობა?
მოხსენების წარდგენა შეუძლია ნებისმიერი მიმართულების მკვლევარს, მათ შორის ფილოლოგს, ისტორიკოსს, ფილოსოფოსს, ბიოლოგს, ეკოლოგს, აგრონომს ან ვეტერინარს. მთავარია, მოხსენების თემა უკავშირდებოდეს ეკონომიკას და ჯდებოდეს კონფერენციის რომელიმე მიმართულებაში.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებს, დოქტორანტებს, სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ მასალაში ქართულად, ინგლისურად.