უფასო ვეტერინარული აქცია უნივერსიტეტში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვტერინარული სასწავლო კლინიკის ბაზაზე 20-23 ოქტომბერს „მეიჰიუ საქართველოს (Mayhew Georgia)“  ჩართულობით განხორციელდება პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაცია და იდენტიფიკაცია (ჩიპირება)

2026 წლის 20-23 ოქტომბრის პერიოდში, მეიჰიუ საქართველო (Mayhew Georgia)  ახალციხეში  განახორციელებს პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და იდენტიფიკაციის პროცედურებს (ჩიპირებას). პროგრამა ხორციელდება სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან (NFA) და სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვეტერინარიის მიმართულებასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს პასუხისმგებლიანი ცხოველთა პატრონების ხელშეწყობას.
ყველა ქირურგიული პროცედურა შესრულდება საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების სრული დაცვით, გამოცდილი ვეტერინარების გუნდის მიერ. ასევე ქიირურგიულ ოპერაციებში ჩართული იქნებიან ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტებიც.

მისამართი: ახალციხე  რუსთაველის  N122ა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი.

 ერთიან ბაზაში რეგისტრაციასიაში ჩასაწერად გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeXYhpm1du2FSj1oooH3u7fIvr-zpZf9-30vrb3E2Y-iSa9bg/viewform

ან ტელეფონის კამერით დაასკანერეთ ფოტოზე აღნიშნული QR კოდი და ლინკზე გადასვლის შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ Facebook-ზე – Mayhew Georgia ან მეილზე – [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომრებზე:  577 51 15 99,  577 11 20 10