საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 2026 წლის მიზნობრივ საგრანტო კონკურსს (BSG).

კონკურსის მიზანია სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წახალისება, ინოვაციური იდეების მხარდაჭერა, კვლევითი უნარების განვითარება და სამეცნიერო კარიერისკენ მათი პირველი ნაბიჯების ხელშეწყობა.

ვის შეუძლია მონაწილეობა? კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

საპროექტო ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 სტუდენტისგან. პროექტს უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი და განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს წამყვან ორგანიზაციასთან ერთად.

საგრანტო დაფინანსება: თითოეული პროექტისთვის მაქსიმუმ 15 000 ლარი.

მნიშვნელოვანი ვადები:

  • 13 ნოემბერი, 18:00 საათი – პროექტების ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადა;
  • 17 ნოემბერი, 18:00 საათი – ფონდის კანცელარიაში განცხადების წარდგენის ბოლო ვადა;
  • 10 ნოემბერი, 16:00 საათი – ჯგუფური ონლაინ კონსულტაცია.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება გრანტების მართვის ერთიან სისტემაში: http://gmus.rustaveli.org.ge

კონკურსის პირობები, მარეგულირებელი დოკუმენტები და განაცხადის მოსამზადებლად საჭირო დანართები იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/yOnzn

კონკურსში მონაწილეობისა და საპროექტო განაცხადის მომზადების პროცესში დამატებითი ინფორმაციისა და კონსულტაციის მისაღებად სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ შესაბამისი ფაკულტეტების დეკანატებს.