სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივესიტეტში ცხადდება რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 16 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება (ივსება ადგილზე)
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარების შესახებ;
- ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ან საგამოცდო ფურცელი და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან;
- CV (ავტობიოგრაფია);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის 2 ასლი;
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD)
რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მისამართზე:
ქ. ახალციხე, რუსთაველის 113 (უნივერსიტეტის I კორპუსი), ოთახი 303,
ტელ: 577 98 77 84
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 26 სექტემბერს, 12 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. მისამართი : ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, აუდიტორია # 404.
გამოცდის შედეგების გასაჩივრების დღე – 2019 წლის 27 სექტემბერი.
სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს.