2-6 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების ორგანიზებული კონფერენცია (დაუსწრებელი) ნიადაგმცოდნეობასა და აგროქიმიაში – „ნიადაგი – ეროვნული განძი“. მონაწილეობას ღებულობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტები, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები.
მომხსენებლები:
- ს/მ. მეცნ.აკად. დოქტორი, ასოც. პროფ. ზაირა ტყებუჩავა, “სამცხე-ჯავახეთის ნიადაგების ნაყოფიერება და მათი გაუმჯობესების გზები”;
- ბიოლ. მეცნ.აკად. დოქტორი რუსუდან ურიდია, “ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება ადგილობრივი მიკროელემენტებით”;
- ტექნ. მეცნ.აკად. დოქტორი მალხაზ ნარიმანიშვილი, „ხე-ტყის დამამზადებელი აგრეგატების კვლევა ტყეში დატკეპნის შემცირების მიზნით“;
- ს/მ მეცნ.აკად. დოქტორი, ასოც. პროფ. თეიმურაზ გვარამაძე, „ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მიღების პერსპექტივები ახალციხის მუნიციპალიტეტში“;
- აგრონომიის დოქტორანტი მზია ლობჯანიძე, „სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან ზონაში ნიადაგის ნაყოფიერება და მისი გაუმჯობესების გზები“;
- აგრონომიის დოქტორანტი თამარ ნარიმანიშვილი, „ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების გავლენა საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობაზე“.
იხილეთ კონფერენციის მონაწილეთა სრული სია