სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, დონარი ლონდარიძემ და მარიამ სუდაძემ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვეს. ქვეყნის მასშტაბით 120 მსურველიდან 20 მონაწილე შეირჩა, რომლებსაც „პერსონალური მონაცემების დაცვის ელჩის“ სტატუსი მიენიჭათ.
დონარი და მარიამი თებერვალში ზამთრის სკოლაში ტრენინგების გავლის შემდეგ, რეგიონის მასშტაბით შეხვედრებს ჩაატარებენ.