სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
საჯარო სამასახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-14 ნაკადს.
სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადოს წერილობითი თანხმობა პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021 წლის 20 მარტის ჩათვლით.
პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ სსიპ სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომელებიც არიან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი);
აგრეთვე კურსდამთავრებულეს, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის 2 წელიწადზე მეტი და განაცხადეს თანხმობა სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
სსიპ სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი : რუსთაველის ქუჩა #113, მე-2 სართული, ოთახი # 207
ტელეფონი: 577 98 77 29; 577 95 77 01