პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება

ტესტირება 5 სექტემბრის 09:00 საათიდან დაიწყება. მანამდე კი, ერთი დღით ადრე, დარეგისტრირებულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს პრეტესტში.

საგამოცდო ბარათის მისაღებად უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოთ:

  •    სარეგისტრაციო ფურცელი;
  •    პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, პასპორტი ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://naec.ge/?fbclid=IwAR2pFOjNhNQQhZgIYvtf2I9wK_LxqeMgAh8JJVlIjEk4BezP-xLolYWdD28#/ge/post/2219