საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება ერთიანი ინტელექტუალური სივრცისთვის”

საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება ერთიანი ინტელექტუალური სივრცისთვის”

2024 წლის 17 ივნისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია “მეცნიერება ერთიანი ინტელექტუალური სივრცისთვის”.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს აკადემიური პერსონალი, როგორც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან, ასევე უცხოური სასწავლო, სამეცნიერო და კვლევითი ცენტრებიდან.

ღონისძიება განკუთვნილია მათთვის, ვისაც აქვს აკადემიური ხარისხი, ასევე დოქტორანტებისათვის, შესაბამის დარგში დასაქმებული პროფესიონალებისათვის, რომლებიც აგრძელებენ არსებულ სამეცნიერო ტრადიციას და შემოაქვთ სიახლეები აკადემიურ სფეროში.

საერთაშორისო კონფერენცია მკვლევრებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები და ამავე დროს, მოახდინონ მათი სამეცნიერო მიღწევების ინტერნაციონალიზაცია.

კონფერენციის პროგრამა შედგება მთავარი მომხსენებლებისა და მიღებული ნაშრომების ავტორთა პრეზენტაციებისაგან. კონფერენციის თემატიკა განისაზღვრება შემდეგი მიმართულებებით:

  1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია (განათლება, ისტორია, ფილოლოგია)
  2.  სავეტერინარო მედიცინისა და აგრონომიის სექცია (ვეტერინარია, აგრონომია, ეკოლოგია,)
  3.  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სექცია (სამართალი, საჯარო მმართველობა, ეკონომიკა, ბიზნესი, ინფორმაციული ტექნოლოგიები).

კონფერენციის მიზანი:

  • სამეცნიერო საზოგადოებისთვის სიახლეების წარდგენა;
  • სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;
  • ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება;

ძირითადი მოთხოვნები:

საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა რომელიმე სამეცნიერო ღონისძიებაზე;

აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ივნისი.   კონფერენციაზე წარმოდგენილი აბსტრაქტები გამოქვეყნდება საერთაშორისო კონფერენციის კრებულში.

აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას, ტექსტის ზომა 11, Sylfaen.

რეგისტრაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს

The International conference “Science for a Single Intellectual Space”

The International conference “Science for a Single Intellectual Space” will take place on June 17, 2024, at Samtskhe-Javakheti State University, as part of Science Week.

Academic personnel from various higher educational institutions in Georgia and foreign educational, scientific, and research centers participated in the conference.

The event is intended for individuals with an academic degree, doctoral students, and professionals working in the relevant field. These participants are expected to uphold the current scientific tradition while also introducing innovations in the academic field.

The international conference enables researchers to present their research findings and simultaneously globalize their scientific accomplishments.

The conference program consists of presentations by keynote speakers and authors of accepted papers. The theme of the conference is determined by the following guidelines:

  1. Humanities Section (Education, History, Philology)
  2. Section of  Veterinary Medicine and Agronomy (Veterinary Medicine, Agronomy, Ecology)
  3. Section of Social Business, Business and Technology (Law, Public Administration, Economics, Business, Information Technology)

The purpose of the conference is to discuss recent advancements in the field.

  • Presenting news to the scientific community.
  • Enhancing and supporting communication between scientists of different generations.
  • Emphasizing the role of young scientists;
  • Facilitating close scientific collaboration between Georgian and foreign scientists;

Basic requirements:

The conference topic must include scientific advancements that have not been previously published or presented at any other scientific event.

The deadline for abstract submissions is June 1, 2024. Accepted abstracts will be published in the conference’s collection.

The abstract should not exceed 250 words in length, with text size set to 11 and font style Sylfaen.

For registration, please visit the provided link.