25 თებერვალს “საუბრები რექტორთან” გაიმართა.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ სწავლის ფორმატის შესახებ მიაწოდა სტუდენტებს ინფორმაცია.
მოგეხსენებათ, საგაზაფხულოსემესტრი 22 თებერვალს დაიწყო, ხოლო პირველი მარტიდან სწავლა შერეული ფორმატით გაგრძელდება.
შესაბამისად, მრავალრიცხოვანი ჯგუფებისთვის ლექციები დისტანციურად ჩატარდება, ხოლო სემინარები და სწავლების პრაქტიკული ნაწილი აუდიტორიებში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირისპირ რეჟიმში მეცადინეობას რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით აგრძელებს.