ცხადდება კონკურსი ბიზნესის ადმინისტრირების და იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე 2025-2026

სსიპსამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს:

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება დარგი/სპეციალობა: მენეჯმენტი

ასოცირებული პროფესორი 2,0 (ორი) საშტატო ერთეული;

მიმართულება: სოციალური მეცნიერებები დარგი/სპეციალობა: ეკონომიკა

ასოცირებული პროფესორი 3,0 (სამი) საშტატო ერთეული;

იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობაზე:

 მიმართულება: კერძო სამართალი

 ასოცირებული პროფესორი 1 (ერთი) საშტატო ერთეული;

2. მნიშვნელოვანი თარიღები:

ეტაპივადა/თარიღი
საბუთების მიღება2025 წლის 25 დეკემბრიდან 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით
კონკურსის ჩატარება2026 წლის 20 იანვარი
შედეგების გამოქვეყნება2026 წლის 20 იანვარი (იმავე დღეს)

საბუთების მიღება იწარმოებს როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით:

  • მატერიალური: ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 210 (10:00-დან 17:00 საათამდე).
  • ელექტრონული: საკონკურსო მასალა უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტაზე: [email protected].

3. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება სსიპსამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესაბამისად.


კონკურსში მონაწილეობის  მსურველმა  უნდა წარადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი საკონკურსო განცხადება

 საკონკურსო განცხადება  წარმოდგენილი  უნდა  იქნეს  შესაბამისი  ფორმით საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის  სახელზე და მასში აღინიშნება:  განმცხადებლის  სახელი,  გვარი,  პირადი ნომერი,  მისამართი,  საკონტაქტო  ინფორმაცია  (ტელეფონის  ნომერი),  შესაბამისი ფაკულტეტისა  და  საკონკურსო  თანამდებობის  დასახელება  საშტატო  ერთეულის მითითებით.  აგრეთვე  დასტური  იმისა,  რომ  განმცხადებელი  გაეცნო  და  ეთანხმება აკადემიურ  თანამდებობებზე  არჩევის  პირობებს, დასასრულს კეთდება  განმცხადებლის  ხელმოწერა  და მიეთითება თარიღი.

ბ) საკონკურსო  განცხადებას  თან  უნდა  დაერთოს CV და კონკურსანტის ანკეტა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება  სათანადო  ინფორმაცია  (მათ  შორის  იმ  სასწავლო დისციპლინების  ჩამონათვალი,  რომლებშიც  კონკურსანტს  შეუძლია  სალექციო  კურსის ან/და  სხვა  მეცადინეობების  გაძღოლა),  რომლის  საფუძველზეც  შესაძლებელი  იქნება  კონკურსანტის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო თანამდებობის  მოთხოვნებთან და შესაბამისი სპეციალობის  საგანმანათლებლო  პროგრამასთან  (პროგრამებთან).

გ) აკადემიური/სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

დ) დისერტაციის (საკანდიდატო/სადოქტორო) სადისერტაციო მაცნე/ავტორეფერატი;

ე) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და  ბეჭდით;

ვ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების და სამეცნიერო პრეზენტაციების (კონფერენციებზე, სიმპოზიუმზე, სემინარზე და ა. შ.) ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით) და აღნიშნულის დამადასტურებელი ლინკი ან ყდა;

ზ) იმ  დისციპლინების ჩამონათვალი,  რომელსაც კონკურსანტი  ბოლო 5 წლის განმავლობაში კითხულობდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესესბულებაში (დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით);

თ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო კვლევის  კონცეფცია, ხოლო ასისტენტ – პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამოტივაციო  წერილი;

ი)  პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ერთი სილაბუსი ანკეტაში მითითებული საგანებიდან;

კ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ლ) ორი ფოტოსურათი;

მ) ყველა მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ლინკი ან ყდა, რომელიც მითითებულია კონკურსანტის შრომების ჩამონათვალში (ბოლო 6 წლის განმავლობაში).

ნ) ერთი ნაშრომის ელექტრონული ვერსია რომელსაც ჩათვლის საუკეთესოდ  (გამოუქვეყნებელი ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში, იგი გადამოწმებული იქნება პლაგიატზე უნივერსიტეტის პლაგიატის კომისიის მიერ).

ო) კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებამდე,  ცნობები: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; უფლების ჩამორთმევის შესახებ.


 კონკურსი ჩატარდება სსიპ – სამცხეჯავახეთისსახელმწიფოუნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესისა და სსიპ – სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან დაიდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება: ასოცორებულ პროფესორთან 4 წლის ვადით;

იხილეთ:

 ხელშეკრულებისადამოქმედიკანონმდებლობისშესაბამისადუნივერსიტეტშიდასაქმებულაკადემიურპერსონალსუფლებააქვს:

ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;

ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;

გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების ( სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;

დ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;

ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;

ზ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, (რომელიც განისაზღვრება პედაგოგიური დატვირთვების შესაბამისად დღის სხვადასხვა მონაკვეთში);

თ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;

ი) ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 48 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით (სულ მცირე 15 კალენდარული დღით);

კ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი სამეცნიერო  შვებულებით (აკადემიური შვებულება) ერთი აკადემიური კალენდრით დადგენილი სემესტრის ვადით;

ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

აკადემიური პერსონალის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:

ა) მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;

ბ)  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა;

გ)  ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებული სასემინარო და კვლევით სამუშაოების ხელმძღვანელობა.

აკადემიური პერსონალი ვალდებულია:

ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;

ბ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით უნივერსიტეტში იმყოფებოდეს კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღით;

გ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით, მართვის ორგანოების დადგენილებებით/გადაწყვეტილებებით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;

დ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით/აკადემიური  პერსონალის დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სამუშაო;

ე)მისცეს სტუდენტს ხარისხიანი განათლება;

ვ) უხელმძღვანელოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებს;

ზ) უხელმძღვანელოს ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებულ სასემინარო და კვლევით სამუშაოებს;

თ) იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამის განხორციელების ხარისხზე;

ი) სასწავლო პროცესში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები;

კ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;

ლ)  სამეცნიერო  შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;

მ) ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო;

ნ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.

ო) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

შრომის ანაზღაურება დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს:

ასოცირებული  პროფესორის – 1391,50 ლარს