თუ ხარ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი შესაძლებლობა გაქვს მონაწილეობა მიიღო ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის ეგიდით დაგეგმილ ხუთ დღიან სამეწარმეო ბუთქემფში – Introduction to Lean Startup Methodology, რომელიც გაიმართება 18-22 ნოემბერს 🚀
ტრენინგებს გაუძღვებიან ბობ სმიტი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულების ვიცე პრეზიდენტი და კერი სლატერი, ჯორჯ ვაშინგტონის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის წარმომადგენელი.
ბუთქემფში ტრენერების სახით ასევე ჩართულები იქნებიან ადგილობრივი ეკოსისტემის წარმომადგენლებიც.
შეხვედრების განმავლობაში და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები, შექმნან გუნდები ინტერესების მიხედვით და გაეცნონ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად თემას. ეს მოიცავს ლინ სტარტაპის მეთოდოლოგიას, სტარტაპ იდეის გენერაციასა და ვალიდაციას, მომხმარებელთან ურთიერთობას, ღირებულების შეთავაზებას, ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბებას, ბაზრის კვლევას, ბრენდინგს, დაფინანსების მოზიდვას, ფინანსური პროგნოზებს, ფიჩინგსა და მის ტექნიკებს.
შეხვედრები მოიცავს ტრენინგებს, ინდივიდუალურ მენტორინგ სესიებს და ვორკშოპებს, რომელიც დასრულდება დემო დღით, სადაც გუნდებს საშუალება ექნებათ წარადგინონ თავიანთი იდეის პრეზენტაციები.
ბუთქემფი განხორციელდება სამეწარმეო კვირეულისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის, CIF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისკენ“ (EEPIIQ) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე: https://shorturl.at/RI55P
გაითვალისწინეთ, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591411284
For English, Scroll Down
If you are a student at Samtskhe- Javakheti State University, you have an opportunity to participate in the five-day Entrepreneurship Bootcamp — Introduction to Lean Startup Methodology — organized with the support of George Washington University’s Office of Innovation and Entrepreneurship, taking place on November 18- 22 🚀
The training will be led by Bob Smith, Interim Associate Vice Provost for Research Innovation and Entrepreneurship at George Washington University, and Kerry Slattery, representative of Office of Innovation and Entrepreneurship at George Washington University.
Representatives from the local ecosystem will also serve as trainers during the bootcamp.
During the meetings, students from Samtskhe- Javakheti State University and from Caucasus University will have the opportunity to exchange ideas, form teams based on their interests, and explore key topics related to startup creation. These topics include Lean Startup methodology, idea generation and validation, customer relations, value proposition, business model development, market research, branding, fundraising, financial projections, and pitching techniques.
The meetings will feature training sessions, individual mentoring, and workshops, culminating in a demo day where teams can present their ideas.
The Bootcamp will be held as part of Entrepreneurship Week and the project Entrepreneurship Education – Pathway for innovation, inclusion and quality (EEPIIQ), Funded by Georgia I2Q innovation, inclusion, and quality competitive innovation fund (CIF) and implemented by Caucasus University (CU) and Samtskhe-Javakheti State University (SJSU).
If you wish to participate in the bootcamp, please register at the following link: https://shorturl.at/RI55P
Please note that the number of participants is limited.