სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროს აფართოებს, იგი ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსის გამარჯვებულია.
უნივერისტეტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), პარტნიორი უნივერსიტეტია, პროექტს ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან ერთად კოორდინირებას გაუწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი “ტექინფორმი”.
ვულოვცავთ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+ პროექტში მოპოვებულ დაფინანსებას.
აღნიშნული პროექტი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც ინსტიტუციური განვითარების აგრეთვე სამეცნიერო სივრცისთვის, იმდენად, რამდენადაც პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მეცნიერების თანამედროვე მეთოდების შეფასების გაცნობას და მათ სასწავლო პროცესში ინტეგრირებას. პროექტის ფარგლებში შემუშავდება ახალი სასწავლო საუნივერსიტეტო კურსი მეცნიერებათმზომელობაში და ინოვაციური ინტენსიური ტრენინგ-მოდული აკადემიური პერსონალისა და მეცნიერთათვის.
პროექტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაძლიერების მიზნით მეცნიერების მენეჯმენტის საუნივერსიტეტო პოლიტიკის მოდერნიზებას ხელოვნური ინტელექტის (AI) თანამედროვე ინსტრუმენტების დანერგვას და ERA-ს სტანდარტებთან თანხვედრაში მოყვანას.
პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირის პარტნიორთა კონსორციუმი, რაც გააუმჯობესებს უმაღლესი სასწავლებლების შესაძლებლობებს კვლევის გავლენის შეფასებაში, ინოვაციების ხელშეწყობასა და სწავლებისა და კვლევის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
პროექტის – „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), კონსორციუმში ჩართულია 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – 6 საქართველოს, 2 კი, ევროპის მასშტაბით. პროექტის მთლიანი ბიუჯეტია 355,977 ევრო, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წილი 40,359.00 ევროა.