2021 წლის 13 დეკემბერს DITECH-ERASMUS+ ,,ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში” პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდა ონლაინ–ტრენიგი თემაზე ,,Thinglink პლათფორმის გამოყენება დისტანციური სწავლებისთვის’’.
ონლაინ–ტრენინგის ორგანიზატორები იყვნენ პროექტის მენეჯერი, პროფ. თინა გელაშვილი და ბიბლიოთეკის ტექნიკური დირექტორი ხათუნა კვინცხაძე. ტრენინგის მიზანი იყო გაეცნოთ უნივერსიტეტის სტაფისთვის Thinglink პლათფორმის შესაძლებლობები ონლაინ სწავლების პროცესში.