SKYECLUB

ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერების უნარებისა და ცოდნის კლუბი (SKYE კლუბი)

პროგრამის მიზანია ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა. ახალგაზრდებს ლიდერების ხელმძღვანელობით მცირე დაფინანსების ფარგლებში, თემის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტი. 

პროექტს, Word Vision საქართველო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

სიახლეები კლუბის ფარგლებში

პროექტის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
SKYE კლუბების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადაეცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პროფესორ როინ თათეშვილს.
📌SKYE კლუბების ერთობლივი გასვლითი ღობისძიება
🔵 „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ახალციხის „SKYE Sensible” და ადიგენის “SKYE Crystal” კლუბებისთვის მოეწო ერთობლივი გასვლითი ღონისძიება ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მიმართულებით. გასვლითი შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებას, გუნდის შეკვრასა და სამეწარმეო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებას.
🔷SKYE კლუბის წევრებმა მოინახულეს ფოკაში მდებარე წმ. ნინოს ეკლესია, მამათა მონასტერი, ფარავნის ტბა და დედათა მონასტერთან არსებული საწარმოს მაღაზია, სადაც მოისმინეს ინფორმაცია დედათა მონასტერთან არსებული საწარმოს შექმნისა და მათი უნიკალური პროდუქციის წარმოების შესახებ. ასევე, ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ გაცნობით და გუნდის მშენებლობის თამაშებში ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრში. შეხვედრას უძღვებოდნენ ახალციხის SKYE Sensible კლუბის ლიდერები: თამარ თუმანიშვილი და მარიამ გოგოლაძე.
🔹გასვლით შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 15-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ნაწილობრივ უზრუნველყო ღონისძიების მონაწილეთა ტრანსპორტირება სამარშუტო ტაქსის გამოყოფით.
SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Empowerment) არის ცოდნისა და უნარების კლუბი ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისათვის.
🔷„კომპეტენციები დასაქმებისათვის“ პროექტი ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision საქართველოს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით. კერძოდ კი ახალციხის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს SKYE კლუბი („SKYE Sensible”) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ფუნქციონირებს.
„შენი სამაგიდო თამაში“ ასე ჰქვია პროექტს, რომლის შესახებ პრეზენტაცია ახალგაზრდულმა კლუბმა SKYE New Possibility 9 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი როინ თათეშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მათი სოციალიზაციისა და დროის საინტერესოდ გატარების გზით.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ახალგაზრდული კლუბის SKYE New Possibility ორგანიზებით ევროკავშირის პროექტის “კომპეტენციები დასაქმებისთვის” ფარგლებში.
პროექტს, Word Vision საქართველო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.