თავისუფალი

სსიპ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2020 – 2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში  აცხადებს   მიღებას  სამაგისტრო პროგრამებზე

 

მაგისტრობის მსურველი აპლიკანტი რეგისტრაციას გაივლის ელექტრონული სახით. რეგისტრაციის დაწყებამდე აპლიკანტს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეს ყველა ასატვირთი დოკუმენტი.

 

აუცილებელი დოკუმენტების სია:

  1. სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი, ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული (pdf ფაილი);
  2. პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი (pdf ფაილი);
  3. ფოტო (jpg ფაილი); 
  4. საგამოცდო ბარათის ასლი (pdf ფაილი); 
  5. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟების შემთხვევაში) (pdf ფაილი).

 

მაგისტრატურაში ჩარიცხვის შემთხვევაში აღნიშნული დოკუმენტები მაგისტრანტმა მატერიალური სახით უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში.

მაგისტრატურაში სწავლის  მსურველთა   ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 24 აგვისტოდან  1   სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის ლინკი გააქტიურდება 24 აგვისტოს 10 00 საათზე.

პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე.

მისაღები გამოცდების გრაფიკი და ფორმატი  ცნობილი იქნება არაუგვიანეს 24 აგვისტოსი.

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული.

 სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

 სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).

მაგისტრატურაში ჩარიცხვის შემდეგ (სწავლის დაწყებიდან პირველ კვირაში) უცხოური ენის ცოდნის დონის დასადგენად ტარდება ტესტირება  უცხოური ენაში (ინგლისური, გერმანული, რუსული). ტესტირება ჩატარდება მხოლოდ იმ სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის, სადაც  უცხოური ენა ისწავლება როგორც სავალდებულო საგანი. კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, აღარ აბარებს უცხო ენას (ქართველური ენათმეცნიერების, ქართული ლიტერატურის ისტორიის და სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები არ გაივლიან ტესტირებას უცხოურ ენაში).