ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა ახალციხეში. 2021 წლის 27-28 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილემ პროექტის საკოორდინაციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაზე რეგიონალური უნივერსიტეტის წერმომადგენლებმა რექტორების ჩართულობით განიხილეს რეგიონალური უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის დაარსების დეტალები და შეიმუშავეს ხელშეკრულების საბოლოო ვერსია, რომელსაც ამა წლის ივნისში უნდა მოეწეროს ხელი და შეიქმნას რეგიონალური უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია რეგიონისთვის დამახასიათებელი საკითხებისა და გამოწვევების განსახილველად. პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით. პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal