კვლევის ეთიკის საერთაშორისო შეხვედრა

მიმდინარე წლის 3-5 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინა გელაშვილი, პროფესორი ნინო მილაშვილი და ასოცირებული პროფესორი მაია გელაშვილი მონაწილეობდნენ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ETHICS-Erasmus+- „კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ კონსორციუმის მენეჯმენტის მესამე საერთაშორისო შეხვედრაში, რომელსაც მასარიკის უნივერსიტეტი (ბრნო, ჩეხეთი) მასპინძლობდა.

შეხვედრის ფარგლებში პროფ. თინა გელაშვილმა (პროექტის მენეჯერი)წარადგინა ანგარიში პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ და ასევე დაესწრო  ხარისხის მართვისა და მონიტორინგის ვორკშოპს. უნივერსიტეტის წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში.

პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.