გარე მობილობის მსურველ პირთათვის

მობილობის მსურველი პირი (მობილობაზე თანხმობის მიღების შემდეგ) რეგისტრაციას

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაივლის

2025 წლის 12 სექტემბრიდან 17 სექტემბრის (1800  საათამდე) ჩათვლით

მისამართზე; ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. N 113, პირველი კორპუსი, ოთახი 303

წარმოსადგენი დოკუმენტია

განცხადება რექტორის სახელზე  (ივსება ადგილზე)

ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

პირადობის მოწმობის (პასპორტის) 2 ასლი;

უსდ-ში ჩარიცხვის ბრძანების ასლი;

ცნობა სტატუსის შესახებ;

სტუდენტის ბარათის ასლი (ჩაბარებული სასწავლო კურსების (გავლილი კრედიტების) მითითებით);

მიწერის მოწმობის, ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის)(ვაჟებისათვის);

შენიშვნა: სტუდენტის სარეგისტრაციო ანკეტა არის საფუძველი  რეესტრში მონაცემების შესატანად. არასწორად შევსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელია პირადად სტუდენტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 98 77 84