გაცნობებთ, რომ გრაცის უნივერსიტეტმა (ავსტრია) შეიმუშავა დამატებითი აკადემიური სასწავლო კურსი – „ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება“ (Artificial Intelligence and Society), რომელიც ხელმისაწვდომია სხვადასხვა დისციპლინის სტუდენტებისთვის.
პროგრამა წარმოადგენს ვირტუალური მობილობის უნიკალურ შესაძლებლობას და საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაეუფლონ მომავლისთვის აქტუალურ მიმართულებას სრულიად ონლაინ რეჟიმში.
პროგრამის ძირითადი მახასიათებლები:
- სწავლების ენა: ინგლისური ან გერმანული;
- სწავლის ფორმატი: სრულიად ონლაინ;
- მოცულობა: 16 ECTS;
- შესაძლებელია მიღებული კრედიტების აღიარება სტუდენტის საბაზო უნივერსიტეტის მიერ (წინასწარი შეთანხმების საფუძველზე);
- ინტერდისციპლინური მიდგომა, რომელიც მოიცავს ტექნიკურ, ეთიკურ, იურიდიულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ასპექტებს;
- პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება;
- ვირტუალური მობილობის გამოცდილება მრავალეროვან აკადემიურ გარემოში;
- პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატი.
რეგისტრაცია:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ტრეინინგ კურსში მონაწილეობისსათვის უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა : https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScRsbisbsdUCPuOoRfW2whDFbdC-mbzZdurZkbUNbh_64-nUA/viewform არაუგვიანეს 2025 წლის 27 ივნისისა.
შერჩეული სტუდენტებს ტრეინინგის გავლის მერე მიენიჭებათ 16 კრედიტი!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს website, ან მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, I კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 303, გურანდა მოდებაძე