სამოგზაურო გრანტი ნიდერლანდებში

მიიღეთ NCP_WIDERA.NET-ის სამოგზაურო გრანტები ‘‘ჰორიზონტი ევროპას‘‘ საშუამავლო ღონისძიებებზე დასასწრებად, რომელსაც გთავაზობთ “ჰორიზონტი ევროპას” საქართველოს ეროვნული ოფისი. სამოგზაურო გრანტის ოდენობაა 1000 ევრომდე (ლარის ეკვივალენტში).

ციფრული და ჯანმრთელობის საშუამავლო ღონისძიება

შემოგვიერთდით Digital & Health Matchmaking Event-ზე 2024 წლის 17 დეკემბერს – არ გამოტოვოთ ნეთვორქინგის, თანამშრომლობისა და ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების გააქტიურებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა!

● როდის: სამშაბათი, 17 დეკემბერი, 2024 | 13:00 – 17:00

● სად: NBC, ბლოკჰოევე 1, ნიუვეხეინი, ნიდერლანდები

● ვისთვის: საჯარო და კერძო ევროპული ორგანიზაციები

ძირითადი თემები მოიცავს:

1) ხელოვნური ინტელექტი კვლევაში, კლინიკურ ლაბორატორიებსა და დიაგნოსტირებაში;

2) ხელოვნური ინტელექტი სამკურნალო და მოვლის აპლიკაციებში;

3) ჯანმრთელობის მონაცემები: ეკოსისტემები, სამართლიანი გამოყენება, ანალიზი, შესაბამისობა და შენახვა;

4) ვირტუალური სამყაროები და VHT ჯანდაცვისათვის;

5) რობოტიკა და სხვა ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებები სამედიცინო მოწყობილობებში.

ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ჩაერთოთ დინამიკურ დისკუსიებში ექსპერტებსა და დარგის ლიდერებთან, რათა გაუმკლავდეთ სფეროს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

ინფორმაციის სრულად გაცნობა შეგიძლიათ საიტზე:

https://0iynlz1.momice.events/

რეგისტრაცია შეგიძლიათ ბმულზე:

https://0iynlz1.momice.events/page/1673409

მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ სამოგზაურო დაფინანსებაზე განაცხადის გაკეთების წესების ნახვა. გადადით საქართველოს გვერდზე:

https://www.ncpwideranet.eu/travel-grants/