კვლევითი საგრანტო კონკურსი სჯსუში

სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა სამეცნიერო-კვლევით საგრანტო კონკურსს უნივერსიტეტში მოქმედი სადოქტორო პროგრამების  მიმარულებებით:

  1. ქართული ფილოლოგია
  2. ისტორია
  3. ეკონომიკა
  4. ასტრონომია
  5. აგრონომია
  6. ვეტერინარია
  7. ინფორმაციული ტექნოლოგიების;

  შიდა სამეცნიერო გრანტების კონკურსის მიზანია ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიული და ექსპერიმენტული შესწავლა-ანალიზი; იგი ემსახურება უნივერსიტეტში კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, მაღალი ხარისხის კვლევების, მათ შორის – საერთაშორისოს, განვითარებას, კვლევის ინტეგრაციას სასწავლო პროცესში და კვლევებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის გზით მათი სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას.

საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:

 საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 6-9 თვე.  პროექტი ითვალისწინებს ერთ შუალედურ  და ერთ დასკვნით ანგარიშს.  

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვს:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტის დოქტორანტს, მაგისტრანტსა და ბაკალავრს, აგრეთვე სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, მოწვეულ პერსონალს. თანაბარი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ პროექტს, რომელშიც გათვალისწინებულია  ახალგაზრდა მეცნიერის, დოატორატის , მაგისტრანტის მონაწილეობა.

შიდა საგრანტო კონკურსის ვადები

 შიდა საგრანტო კონკურსზე განაცხადები მიიღება 2025 წლის 1 მარტიდან  15 მარტის ჩათვლით. ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდება სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე და კონკურსის ვადის დარღვევით წარმოდგენილი განაცხადი განხილვას არ ექვემდებარება.

საკონკურსო წესით შერჩეული პროექტის განხორციელების პერიოდია 2025 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;    

შიდა საგრანტო პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 16 000  ლარს, რაც გაიცემა საკონკურსო პირობებისა და  სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის დაფინანსების წესში მოცემული რეგულაციების დაცვით. განიხილება როგორც ერთი კონკრეტული მიმართულებით წარმოდგენილი პროექტის/ ინიციატივისთვის აღნიშული თანხით სრული დაფინანსება, ასევე, პროექტების აქტუალობის მიხედვით თანხის გადანაწილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უფლებამოსილმა სუბიექტებმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინონ საგრანტო პროექტის განაცხადი ხელმოწერილი ნაბეჭდი სახით თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ამავე დოკუმენტის მე-11 მუხლის – “კვლევის მიმდინარეობაზე მონიტორინგი და მკვლევარის ვალდებულება”, დანართი 1-ის შესაბამისად.

იხილეთ სრულად საგრანტო პროექტის განაცხადების განხილვა, დანართები