შეხვედრა ბიბლიოთეკათა ქსელის ორგანიზებით

2025 წლის 10 ივნისს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის მიერ ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, რომელიც ეხება კვლევას – „ღია მეცნიერება საქართველოში“. ამ კვლევაში სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად მონაწილეობას იღებს სამცხე-ჯვახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ადმინისტაციის და სამეცნიერო მიმართულებით მომუშავე მკვლევარები ბიბლიოთეკის წარმომადგენლებთან ერთად.

კვლევის მიზანია ღია მეცნიერების განვითარებისთვის საჭირო ინდიკატორების და გამოწვევების შესწავლა. პროცესი გრძელვადიანია და დაეხმარება ახალგაზრდა მკველვარებს თავიანთი სტატიების ღია წვდომაში განსათავსებლად.