სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე 2025 – 2026 სასწავლო წელს

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ადგილზე,

25 აგვისტოდან  8 სექტემბრის ჩათვლით.


მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ, რეგისტრაციისთვის წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

  1.  განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით (ივსება ადგილზე)
  2. ავტობიოგრაფია (CV);
  3. სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული;
  4. პირადობის მოწმობის (პასპორტის)  2 ასლი;
  5.  საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი და მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge ); 
  6. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად;
  7. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);

საკონტაქტო ტელეფონი:   577 98 77 84;    577 98 77 29; 

          ელფოსტა:  [email protected]

შენიშვნასამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს , რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული.

 სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

 სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).

უცხოურ ენაში სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდა ტარდება განსხვავებულად:

 ასტრონომიის და  ბიზნესის ადმინისტრირების  სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსანტები აბარებენ გამოცდას ინგლისურ ენაში (ცოდნის დონე B2) ან შეუძლიათ წარმოადგინონ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სანიმუშო ტესტი იხილეთ ბმულზე

საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსანტები აბარებენ გამოცდას ინგლისურ ენაში (ცოდნის დონე B1 ) ან შეუძლიათ წარმოადგინონ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

(კანდიდატს რომელსაც გავლილი აქვს ინგლისურენოვანი პროგრამა ან ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა), გამოცდის ჩაბარება ან/და სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვება). 

აგროტექნოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე კონკურსანტი აბარებს გამოცდას უცხო (ინგლისური/გერმანული/ რუსული) ენაში, რათა დადგინდეს უცხო ენის B2 ცოდნის დონე ან შეუძლია წარმოადგინოს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კანდიდატს რომელსაც გავლილი აქვს უცხოენოვანი პროგრამა ან უცხოური ენის პროგრამა (ინგლისური/გერმანული/ რუსული  ბაკალავრიატი/მაგისტრატურა), გამოცდის ჩაბარება ან/და სერტიფიკატის წარმოდგენა არ მოეთხოვება). 

 (ქართველური ენათმეცნიერების  და ქართული ლიტერატურის ისტორიის სამაგისტრო პროგრამების კონკურსანტები არ აბარებენ უცხოურ ენას).

უცხოურ ენაში გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).


პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე

მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

  1. უცხოური ენა – 10 სექტემბერი, 1200 საათი       გამოცდის ფორმაწერილობით (კონტაქტური)

ა) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;

ბ) გასაჩივრება – 12 სექტემბერი.

2. სპეციალობა – 17 სექტემბერი, 1200 საათი         გამოცდის ფორმაწერილობით (კონტაქტური)

ა) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 18  სექტემბერი;

ბ) გასაჩივრება – 19 სექტემბერი;

გ) საბოლოო შედეგების გამოქვეყნება  –  23 სექტემბერი   18:00;

დ) ხელშეკრულებები მაგისტრანტობის კანდიდატებთან გაფორმდება  24-26 სექტემბერს.

გამოცდის  ჩატარების  ადგილი  –  I  კორპუსი, აუდიტორია  404.