სტუდენტთა საყურადღებოდ!
გსურთ საერთაშორისო გამოცდილების მიღება და Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობა? რუმინეთის Alexandru Ioan Cuza University of Iași (UAIC) აცხადებს 1 სრულად დაფინანსებულ Erasmus+ მოკლევადიან სტუდენტურ მობილობას 2026–2027 სასწავლო წლისთვის.
(შემოდგომის სემესტრი)
მობილობა განხორციელდება 1 კვირა განმავლობაში, სადაც სტუდენტი ინტეენსიურად დაესწრება ინგლისურენოვან სასწავლო კურსებს, სტუდენტის სპეციალობის შესაბამისად.
Blended Intensive Programme (BIP) პროგრამისათვის შერჩეული კანდიდატი მოისმენს ლექციებს, სადაც სწავლის თანამედროვე მიდგომები, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარები განუვითარდება.
პროგრამისთვის შეირჩევა კანდიდატი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ნებისმიერი პროგრამიდან. (Humanitarian, Education, History, Languages, Business and administration , Law, Mathematics,
Information and Communication Technologies (ICTs))
პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება სტუდენტს, რომელმაც იცის ინგლისური ენა მინიმუმ B1 დონეზე.
მსურველმა კანდიდატმა საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულების ოფისში (ოთახი 307) უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ნიშნების ფურცელი
- ცნობა სტუდენტის შესახებ
- მოტივაციის წერილი
- CV
საბუთები წარმოადგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული სახით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 ივნისი, 2026.
გელოდებით და გისურვებთ წარმატებებს!

