რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე

ქართულ ენაში მომზადების პროგრამის მსმენელთა რეგისტრაცია

2025 წლის 1 სექტემბრიდან 26 სექტემბრის 1800 საათამდე

რეგისტრაციის მისამართი: I კორპუსი, III სართული, ოთახი 303

რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი  დოკუმენტაცია:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  2 ასლი;
  2. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  3. ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ბარათის  ასლი.
  4. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი განათლების აღიარებაზე;
  5. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

შენიშვნა: თუ რეგისტრაციის პერიოდისთვის, აბიტურიენტს არ შესრულებია 18 წელი, აუცილებელია მშობლის (მეურვის ან მზრუნველის) მონაწილეობა  რეგისტრაციის პროცესში.

საკონტაქტო ტელეფონი: 577 98 77 84;  577 98 77 29