სჯსუს ლექტორი საერთაშორისო მობილობით რუმინეთში

🔷მიმდინარე წლის 2-8 ივნისს (Erasmus+ ICM )- ის პროფესორ მასწავლებელთა მობილობის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნუგზარ თევდორაძე მონაწილეობდა საერთაშორისო მობილობაში რუმინეთში, კერძოდ ქალაქ იასი -ში „Alexandru Ioan Cuza” სახელობის უნივერსიტეტში, სადაც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს წაუკითხა ლექციები:”პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების რამდენიმე საფუძველი, შედარებით სამართლებრივ ჭრილში”.

🔷️მობილობა დაფინანსებული იყო ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო ხელშემწყობია პარტნიორ უნივერსიტეტებთან დაახლოების და ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის მზარდასაჭერად.