
4-6 თებერვალს, Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) გაიმართა ტრენინგების სერია პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის.
T2.1: 3-დღიანი ტრენინგი ციფრული განათლების შესახებ უმაღლეს განათლებაში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:
თეა თათენაშვილი, ირაკლი ხაჩიძე, თამარ კაპანაძე
ტრენინგებს უძღვებოდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ტრენინგის თემა: ციფრული განათლების მახასიათებლების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაგება
- ციფრული განათლების მოქნილობა, ხელმისაწვდომობა და მასშტაბურობა
- ხელოვნური ინტელექტი, AR/VR და ადაპტიური სწავლების მიდგომები
- საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკები და მათი ადაპტირება ქართულ კონტექსტში
- რეგულაციები, ხარისხის უზრუნველყოფა და სტრატეგიული განვითარების ხედვა
ეს იყო პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პროექტის ფარგლებში, რომლებსაც მოჰყვება დამატებითი აქტივობები, მათ შორის ტრენინგები, სამუშაო გამოცდილების გაზიარება (job shadowing), პოლიტიკების შემუშავება და სხვა ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს ციფრული განათლების განვითარებას საქართველოში.
პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი, პროექტში ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი ქართული საგანმანათლებლო დაწესებულება და პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან. პროექტის კოორდინატორია EFMD.