2025 წლის 4-5 დეკემბერს, Erasmus+ CBHE PRODIGE (მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა WP8-ის T8.4 – „ეროვნული მრგვალი მაგიდა 1“. შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და პროექტის კოორდინატორმა თეა თათენაშვილმა.
„ეროვნული მრგვალი მაგიდა 1“ მიზნად ისახავდა PRODIGE-ის პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღებული შედეგების შეჯამებას. განხილვა შეეხებოდა სწავლების ინოვაციებს, აკადემიური პერსონალის განვითარებას და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციებს. სესია წარმოადგენდა პლატფორმას ინსტიტუციური რეფლექსიისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
ინსტიტუციური პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის წარმომადგენლები:
- ირმა გრძელიძე – თსუ
- მაია ბიწაძე – ილიაუნი
- ნათია წიფურია – ზსუ
- ნატალია ჯიჯავაძე – BSMA
- თეა თათენაშვილი – სჯსუ
- დავით წიკლაური – CU
- ვახტანგ ბეროშვილი – თსსუ
- თამთა დემეტრაძე – აწსუ
- ზურაბ ზურაბაშვილი – სსუ
- მაკა კოჭაური – თესაუ
მოდერატორი – რუსუდან სანაძე (თსუ)
საქართველოს პარტნიორმა უნივერსიტეტებმა გამოთქვეს ხედვები იმაზე, თუ როგორ იმოქმედა PRODIGE-მ ციფრული სწავლების პრაქტიკაზე, ფაკულტეტების შესაძლებლობებზე, მმართველობის პროცესებსა და ინსტიტუციურ სტრატეგიებზე.
დისკუსიამ წარმოაჩინა მიღწევები და განსაზღვრა სფეროები, რომლებიც მოითხოვს შემდგომ მხარდაჭერასა და განვითარებას.
პანელზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
• რომელი ინსტიტუციური პრაქტიკები შეიცვალა ყველაზე მნიშვნელოვნად;
• რომელი ციფრული, პედაგოგიური ან სტრუქტურული ტრანსფორმაციები აღმოჩნდა ყველაზე შედეგიანი;
• როგორ განვითარდა ფაკულტეტის კომპეტენციები პროექტის ფარგლებში;
• რა ინსტიტუციური ბარიერები რჩება ციფრული სწავლების მასშტაბურად დანერგვის პროცესში;
• როგორ შეუწყო ხელი PRODIGE-მ ციფრული სტრატეგიების შემუშავებასა და განახლებას.
მომდევნო სესია დაეთმო ციფრულ და ჰიბრიდულ განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებს. მოხსენებით გამოვიდნენ:
- კრისტოფ ტერასე (EFMD)
- ლია ლაური (ესტონეთის განათლების ხარისხის სააგენტო, ჰარნო)
- ანხელეს სანჩეს-ელვირა (UNED, დისტანციური სწავლების იუნესკოს თავმჯდომარე)
მოდერატორი: ირმა გრძელიძე (თსუ)
სესიის მიზანი იყო იმის განხილვა, თუ როგორ ადაპტირებენ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები სტანდარტებსა და მეთოდოლოგიებს ციფრული და ჰიბრიდული ფორმატების შეფასებისას.
განხილვებისას ხაზგასმით გამოიკვეთა:
- მტკიცებულებების მოთხოვნები
- აკრედიტაციის კრიტერიუმები
- ციფრული სწავლების ხარისხის ინდიკატორები
- ქეისების ანალიზი
- ხელოვნური ინტელექტის გავლენა შეფასების პროცესებზე
ასევე განიხილეს, რამდენად შეესაბამება ქართული ხარისხის უზრუნველყოფის მიდგომები ევროპულ ციფრულ ჩარჩოებს და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს მონიტორინგისა და ხარისხის უზრუნველყოფის პრაქტიკის განვითარებაზე.
ამდენად, ღონისძიებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ციფრული განათლების სფეროში მიმდინარე ტრანსფორმაციები და ის მიმართულებები, რომლებიც საჭიროებს მხარდაჭერასა და სისტემურ განვითარებას, როგორც ინსტიტუციურ, ისე ეროვნულ დონეზე.










