ELI-TE პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა

2024 წლის 16-17 თებერვალს, პოლონეთში, ვარშავაში გაიმართა ELI-TE (Educational Leadership Institute – Teaching Engagement) პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს პროექტის სტრატეგიულ მენეჯმენტზე, მისი მდგრადობის უზრუნველყოფასა და კომუნიკაციის ეფექტიანობაზე.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ რექტორი მაკა ბერიძე და პროექტის კოორდინატორი მერი სახამბერიძე.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სასწავლო პროგრამების განვითარებისა და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები, რომელთა მიზანია მულტიკულტურული განათლების, სოციალური ჩართულობისა და ახალგაზრდული ლიდერობის გაძლიერება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

#ELITE #განათლებისლიდერობა #ინოვაცია #მდგრადგანვითარება #საერთაშორისოთანამშრომლობა #SamtskheJavakhetiStateUniversity