უნივერსიტეტს ვახტანგ თაქთაქიძე უხელმძღვანელებს

📣 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს, ვახტანგ თაქთაქიძე.

🔷 რექტორის თანამდებობაზე რეგისტრირებულ ორ კანდიდატს შორის აკადემიური საბჭოს წევრთა ნდობითა და ხმათა უმრავლესობით აირჩიეს სწორედ მისი კანდიდატურა.

🔷 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ ვახტანგ თაქთაქიძეს რექტორის თანამდებობაზე არჩევას და უსურვებს წარმატებულ საქმიანობას უნივერსიტეტის განვითარების, განათლებისა და მეცნიერების გაძლიერების მიმართულებით.

იხილეთ საარჩევნო ოქმი, შედეგები