მიმდინარე წლის 4-11 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი სპეციალისტი – გურანდა მოდებაძე და განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ინგლისური ენის პროგრამის მოწვეული მასწავლებელლი სალომე ბერიძე იმყოფებოდნენ რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობით ( Erasmus+ ICM)
პროგრამა, მოიცავდა პერსონალის გადამზადებას( ტრეინინგს) და ლექციების ჩატარებას. ერასმუს+ ამ პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა სამომავლო პარტნიორების მოძიების მხარდამჭერი მექანიზმების განხილვა, იყო გაცნობითი სახიათის შეხვედრები, განხილული იქნა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები. მოეწყო შეხვედრა ერასმუს+ სტუდენტებთან. შეხვედრაზე, სალექციო კურსთან ერთად დამსწრე საზოგადოებისთვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია სჯსუს შესახებ.
მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტთან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლიდან თანამშრომლობს და მას შემდეგ განხორციელდა არაერთი საერთაშორისო მობილობა, რომელიც სრულად იყო დაფინანსებული ევროკომისის მიერ.