გაცვლითი პროგრამა საფრანგეთში

მიმდინარე წლის, KA 107 გამოცხადებაზე  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა Erasmus+  სრული დაფინანსება საერთაშორისო მობილობაზე (ICM) პოლ ვალერის უნივერსიტეტი  მონპელიეში ( Paul Valéry University Montpellier 3 საფრანგეთი). პოლ ვალერის უნივერსიტეტი 1970 წელს დაარსდა და მისი ძირითადი მიმართულებებია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები.  საფრანგეთში ერთ ერთი უნივერსიტეტია რომელიც სპეციალიზებულად მუშაობს უცხო ენათა შესწავლაზე.

პროგრამაზე დაიშვება მხოლოდ ის სტუდენტი, რომელიც სწავლობს ინგლისური ენის საბაკალავრო  პროგრამაზე ან მაინორ პროგრამად არჩეული აქვთ ინგლისური, აგრეთვე დამატებით სწავლობს რუსულ ენას.

უნივერსიტეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://www.univ-montp3.fr/en/international/europ%C3%A9an-coop%C3%A9ration/our-erasmus-agreements

აღნიშნული პროგრამა  სრულიად დაფინანსებულია ERASUMS+ მიერ!

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა არის მიმდინარე წლის  20 აპრილი.  ადგილების რაოდენობა 2 სტუდენტი.

სტუდენტებს, რომელთაც მონაწილეობის სურვილი აქვთ აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში საბუთების ჩამონათვალი უნდა წარადგინონ ნოტარიულად დამოწმებული გზით ინგლისურ ენაზე.

1. ცნობა (სტუდენტის შესახებ);
2. პასპორტის ასლი;
3. სარეგისტრაციო ფორმა;
4. სასწავლო ხელშკრულება (სტუდენტი ვალდებულია, სასწავლო ხელშეკრულებაში შეიტანოს საგნები, რომელსაც შეათანხმებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან) კრედიტების მინიმალური რაოდენობა 30.
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სასურველია, არ ქონის შემთხვევაში გაივლით გასაუბრებას)
6. CV;

7. სამოტივაციო წერილი;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საზღვარგარეთთან ურთიერთობის მიმართულებას, ოთახი 307 ან მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებებს!