NCP_WIDERA.net ის სამოგზაურო გრანტის ფარგლებში, რომელსაც გასცემს ჰორიზონტი ევროპას საქართველოს ეროვნული ოფისი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი დოქტორი ნინო კარკაძე მონაწილეობას იღებს საშუამავლო ღონისძიებაში, სახელწოდებით ADR Info & Brokerage Event 2026.
ნინო კარკაძე 28 იანვარს ქ. ბრიუსელში (ბელგია), საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა და ისაუბრა: ადამიანზე ორიენტირებული AI განათლებაში, საქართველოში STEM სწავლების უნივერსალური დიზაინის (UDL) დანერგვის გამოცდილებაზე, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტზე, როგორც რეგიონულ ჰაბზე და საერთაშორისო პარტნიორობისთვის მზაობაზე.

