მიმდინარე წლის 11-16 მაისს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა გურანდა მოდებაძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის, ლოძის უნივერსიტეტის მიერ გამართულ სამუშაო კვირეულში.
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით ლოძის უნივერსიტეტში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, რომელთა მიზანი იყო ისეთი საგანმანათლებლო სივრცის გახსნა, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და კულტურულ გაცვლას შეუწყობდა ხელს.
ტრეინინგებს ესწრებოდა 16 ქვეყნის 40 წარმომადგენელი, ხოლო სამუშაო კვირეულს უძღვებოდა პოლონეთიდან, იტალლიიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან და ასე შემდეგ მოწვეული პროფესორები და ექსპერტები.
პარტნიორ უნივერსიტეტებთან შეხვედრები და თანამშრომლობის გაფართოებაზე მუშაობის ღონისძიება მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაში და ხელს უწყობს სტუდენტების გლობალურ ჩართულობასა და აკადემიური გამოცდილების გამრავალფეროვნებას.
