მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსის გამარჯვებული პროექტის „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE) ფარგლებში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული პროექტი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, როგორც ინსტიტუციური განვითარების აგრეთვე სამეცნიერო სივრცისთვის, იმდენად, რამდენადაც პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობისა და აკადემიური შესაძლებლობების გაფართოებას, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, მეცნიერების თანამედროვე მეთოდების შეფასების გაცნობას და რაც მთავარია უნივერსიტეტი შეიძენს Web of Science პლატფორმას, ეს არის საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზა, სადაც თავმოყრილია საერთაშორისო სამეცნიერო სტატიები, ჟურნალები, კონფერენციის მასალები. აღნიშნული პლატფორმა გამოიყენება კვლევისათვის, ციტირების შესამოწმებლად.
პირველ ეროვნულ შეხვედრაში, რომელსაც ნიუუნიმ უმასპინძლა მონაწილეობდნენ კონსორციუმში ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომდგენლები. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი პროექტის მენეჯერი- გურანდა მოდებაძე, პროექტის მკვლევარი ნინო მილაშვილი.
პროექტი მომდევნო ორი წლის განმავლობაში განხორციელდება და მას კოორდინირებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი “ტექინფორმი” გაუწევს.

