„ჯანსაღი ცხოვრების წესი – შენი არჩევანია“ პროექტის ფარგლებში SKYE New Possibility კლუბის ორგანიზებით 25 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახლმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის 208-ე აუდიტორიაში გაიმართა შემეცნებითი სემინარი. მოწვეულმა სტუმრებმა ამირან გოგოლაძემ (შერეული ორთაბრძოლის მებრძოლი) და ილია ტაბეშაძემ (თავისუფალი ჭიდაობა და ძიუდო) ისუბრებს ჯანსარი ცხოვრების წესზე და მის მნიშვნელობაზე.
„ჯანსაღი ცხოვრების წესი – შენი არჩევანია“ პროექტის მიზანია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესება და მათი გააქტიურება და სხვადსახვა სპორტულ აქტივობებში ჩართვა. აპრილის თვეში დაგეგმილია ფრენბურთის ჩემპიონატი სტუდენტებისათვის.