სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი სლოვაკეთში

მარიამ გელაშვილი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც Erasmus + პროგრამის საერთაშორისო მობილობით სასწავლებლად იმყოფება სლოვაკეთში, რუზომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში.

„ძალიან მიხარია, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობის საშუალება მომეცა. დარწმუნებული ვარ სლოვაკეთში სწავლისას მიღებული ცოდნა და გამოცდილება აუცილებლად აისახება ჩემს სამომავლო წარმატებაზე.
მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს უნივერსიტეტს და ყველა იმ ადამიანს, რომელთა მხარდაჭერა დამეხმარა, არ გამეშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შანსი.

აქვე მინდა გამოვეხმაურო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და გითხრათ, რომ სლოვაკეთშიც ანალოგიური სიტუაციაა. ჩვენც გადავედით ონლაინ სწავლებაზე.“ – ამბობს მარიამი.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სლოვაკეთში მდებარე რუზომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში, Ka 107-ის ფარგლებში 3 წლიანი გრანტი 2019 წელს მოიპოვა.