მარეხ ნათენაძის სახელობის სტიპენდია (თვეში 150 ლარის ოდენობით) გაიცემა დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისა და საბაკალავრო პროგრამის იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც დამატებით პროგრამად არჩეული აქვთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60 კრედიტიანი).
სტიპენდია გაიცემა 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მონაცემების საფუძველზე.
კონკურსში მონაწილეობის მიღების აუცილებელი წინაპირობა: სემესტრული შეფასებების საშუალო არითმეტიკული არ უნდა იყოს 91 ქულაზე ნაკლები.
სტიპენდიანტთა შერჩევის კრიტერიუმები:
- სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში მონაწილეობა:
- საუნივერსიტეტო კონფერენცია – 10 ქულა;
- რესპუბლიკური კონფერენცია – 12 ქულა;
- საერთაშორისო კონფერენცია – 15 ქულა;
- სტატია/ნაშრომი/ ინტერნეტ პუბლიკაცია – 20 ქულა;
- საგანმანათლებლო პროექტებში, პროგრამებში მონაწილეობა, კონკურსებში გამარჯვება – 15 ქულა;
- საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობა – 10 ქულა;
- უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში მონაწილეობა – 10 ქულა;
- სპეციალობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი საქმიანობა
- შეხვედრები, სარეკლამო ღონისძიებები – 10 ქულა
სტიპენდიანტი შეირჩევა კომისიური წესით. თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების მაჩვენებელს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, გთხოვთ, ატვირთოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://forms.gle/YstjkavGksqagjtW6
- ავტობიოგრაფია CV
- 2023-2024 წლის გაზაფხულის სემესტრში სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში, საგანმანათლებლო პროექტებში, პროგრამებში, კონკურსებში, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში, სპეციალობის პოპულარიზაციისა და შემოქმედებითი საქმიანობის, საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტის პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ცნობა, სერტიფიკატი, ფოტომასალა, ლინკი და ა. შ.).
დოკუმენტაცია მიიღება 25 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.