2025 წლის 16-18 ივნისს, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში, Erasmus+CBHE PRODIGE (მაღალი ხარისხის ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, PRODIGE T3.1 – ტრენინგი: სწავლის პროცესი: სწავლის პროცესი: ციფრული პედაგოგიკის ადაპტირება განათლების სფეროში.
ტრენინგებზე მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის გუნდის წევრები: კოორდინატორი და ექსპერტი/მკვლევარი – თეა თათენაშვილი, ექსპერტი/მკვლევარი – ირაკლი ხაჩიძე და ექსპერტი/მკვლევარი – თამარ კაპანაძე.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორები: სუზან დერსტი, მარიან კალასტე, აივე პევკური, ტალშინ ტოკიჟანოვა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის მენეჯრი ზურაბ ზურაბაშვილი.
სამუშაო შეხვედრები ითვალისწინებდა მონაწილე უნივერსიტეტის გუნდების მიერ ტრენინგ-დავალებების შესრულებას, კერძოდ: ერთმა ჯგუფმა მოახდინა 10-წუთიანი წინასწარ ჩაწერილი ვიდეო ლექციების პრეზენტაცია, ხოლო მეორე ჯგუფმა 10-წუთიანი პირდაპირ ეთერში ლექცია-სემინარის წარმართვა. ორივე დავალება ორიენტირებული იყო არჩეულ თემებზე და წარმოაჩენდა ეფექტური ციფრული სწავლების სტრატეგიებს, ინტერაქტიულ ელემენტებს და ჩართულობის ტექნიკას.
ტრენინგების თემატიკა ძირითად ითვალისწინებდაციფრული პედაგოგიკის ადაპტირებას განათლების სფეროში, კერძოდ:
ტრადიციულისა და ციფრულის დამაკავშირებელი რგოლი: პედაგოგიკის შედარებითი ანალიზი უმაღლეს სასწავლებლებში
ინტერაქტიული სწავლების სტრატეგიები უმაღლეს განათლებაში სტუდენტების ჩართულობისთვის
ციფრული კომპეტენციები
21-ე საუკუნის პედაგოგები
კულტურული მრავალფეროვნებისა და DEI პრინციპების ინტეგრირება, განათლებაში მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინკლუზიურობის (DEI) და კულტურული
მრავალფეროვნების ძირითადი კონცეფციების გაცნობა
პროექტის კოორდინატორი: EFMD Global (EFMD)
შეხვედრებს კოორდინაციას უწევდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრი
PRODIGE-ის ფარგლებში შექმნილი კონსორციუმის წევრი დაწესებულებები: განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ესტონეთის განათლების ხარისხის სააგენტო, ნამურის, ლიეჟისა და ლუქსემბურგის უმაღლესი სკოლა, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ხორვატიის ალგებრას უნივერსიტეტი და ესპანეთის დისტანციური განათლების ეროვნული უნივერსიტეტი.