2025 წლის 22 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში ჩატარდება ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და ტრაპიზონის მერიის ორგანიზებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც თურქოლოგიის ძირითადი, ისე დამატებითი (მაინორი) მიმართულების სტუდენტებს. მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობა, საცხოვრებელი და კვება. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის სემინარები და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები.
პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა განისაზღვრება განაცხადების მიღების შემდეგ. სარეგისტრაციო ბმული:
https://forms.gle/nLCPBC22bPHLYAbA8
პროგრამაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ პირველი კურსის სტუდენტებს.