სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალურად მიენიჭა აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის ჩატარების უფლება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N 68/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის ‘’ მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად ტრენინგმოდულის მიმწოდებელი ორგანიზაციები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული განვითარების ეროვნული ცენტრი და ის ორგანიზაციები (მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი), რომელთაც მოპოვებული აქვთ აღნიშნული მოდულის ჩატარების უფლება.
სჯსუში ,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის ტრენერები იქნებიან ირმა ქურდაძე და მარიანა ბალანასიანი.