10 ივნისს, USAID საბაზისო განათლების პროგრამის პრაქტიკის კვლევის კომპონენტის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტების შემაჯამებელი შეხვედრა შედგა.
ფორუმს საქართველოს უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა USAID საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარკსი და USAID საქართველოს წარმომადგენელი ლია კაპლანი.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ განათლების ექსპერტები, უნივერსიტეტების აკადემიური და მოწვეული პერსონალი, სტუდენტები, განათლების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ბათუმის, ზუგდიდის, სოხუმის, სამცხე-ჯავახეთის, ქუთაისის, საქართველოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებმა(პროექტის პარტნიორებმა) წარმოადგინეს მიმდინარე სასწავლო წლის ბოლო სემესტრში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის შედეგები.
წარმოდგენილ საკვლევ თემებს შორის იყო ინკლუზიური განათლება, წაკითხული ტექსტის გააზრება, განმავითარებელი შეფასება, წერილობითი ინსტრუქციების გაგება-გააზრება, თვითრეგულირებადი სწავლის უნარების განვითარება.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული პრაქტიკის კვლევის შედეგები/ანგარიში წარმოდგენილი იყო თემაზე: ,,როგორ გავზარდოთ III კლასის მოსწავლეებში მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის გაგება გააზრების ხარისხი კომპლექსური დავალებების გამოყენებით’’.
კვლევის ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები პრეზენტაციის ფორმატში წარადგინა. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო–სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტმა ნათია ხითაროვმა, რამაც შეკრებილი საოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა
შეხვედრის დასასრულს მოხდა წარმოდგენილი მოხსენებების შეჯამება.
აღინიშნა, რომ პრაქტიკის კვლევის კომპონენტზე მუშაობა პროექტის განხორციელების პროცესში მეოთხე წელსაც კვლავ აქტუალური მიმართულება იქნება.