USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ტრენერთა ტრენინგი


აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების ტრენერთა ტრენინგი დაიწყო. ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციების – რვა უნივერსიტეტისა (მათ შორის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის) და ორი არასამთავრობო ორგანიზაციის 115 ტრენერისთვის ონლაინ ტრენინგმა წარმატებით აიღო სტარტი. რვადღიანი  ტრენინგის გავლის შემდეგ, ტრენერები პროექტით გაწერილი აქტივობების შესრულებას დაიწყებენ/გადაამზადებენ საჯარო სკოლის დირექტორებს და დაწყებითი საფეხურის მასწავლებელებს.