სტუდენტთა კონფერენცია ვეტერინარიაში – „კვალიფიციური სპეციალისტი წარმატების გარანტი“

2026 წლის 30 ნოემბერს , სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში, აუდიტორია 208 – ში, 12 სთ-ზე  ჩატარდება,  ვეტერინარიის მიმართულების სტუდენტების სამეცნიერო – პრაქტიკული  კონფერენცია – „კვალიფიციური სპეციალისტი წარმატების გარანტი“.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მიზანია საერთაშორისო გამოცდილების,  სიახლეებისა და  გამოწვევების გაზიარება, ასევე სტუდენტთა პროფესიული და კარიერული მხარდაჭერისა და სამეცნიერო საქმიანობისადმი მოტივაციის გაძლიერება.

სამეცნიერო – პრაქტიკულ კონფერენციაში,  რომელიც ტარდება კომპანია „პურინას“ მხარდაჭრით,  ვეტერინარიის სტუდენტების გარდა მონაწილეობას ღებულობენ და პრეზენტაციას წარმოადგენენ  კომპანია „პურინას“   ვეტერინარ–კონსულტანტი კავკასიის რეგიონში ივანე ზაქარეიშვილი  და  კლინიკა „ვეტ ლაიფის“ გასტრო–ენტეროლოგი და თერაპევტი გვანცა ჯინჭარაშვილი.

მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები, ხოლო კონფერენციაზე წარმოდგენილ წარმატებულ სამეცნიერო ნაშრომების ავტორებს ფულადი საჩუქარები.