სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ონლაინ საგანმანათლებლო პროგრამაში — “VIRTUALLYEDU – ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება”
პროგრამას ახორციელებენ კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს, სომხეთის და შვედეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
ვირტუალური მობილობის მიზანია მონაწილეებმა განივითარონ ცოდნა კიბერუსაფრთხოების და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, აგრეთვე მონაწილეობა მიიღონ ციფრულ ჰაკათონში.
- პროგრამის განხორციელების მეთოდი: ვირტუალური მობილობა, პლატფორმა ზუმის მეშვეობით;
- პროგრამის ხანგრძლივობა: 70 საათი ( 30 ონლაინ სალექციო საათი, ხოლო 40 დამოუკიდებელი საათი);
- პროგრამის ვადები: ვირტუალური მობილობა გულისხმობს, სემესტრულად მოკლევადიანი ინტენსიური პროგრამების შეთავაზებას დაინტერესებული პირებისთვის, რომელიც მიმდინარე სემესტრში, 2026 წლის მარტში დაიწყება (მე-4 ციკლი);
- პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმი: პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტის სტატუსის მქონე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული ან/და დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
“VIRTUALLYEDU – ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება”, ერაზმუს+ ის დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონების ახალგაზრდების დაკავშირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, ფაკულტეტის წევრებთან და აკადემიურ პერსონალთან, რაც ხელს შეუწყობს ციფრული უნარების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას და ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს შორის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ VIRTUALLYEDU- ის სოციალურ ქსელს და თვალი ადევნოთ სიახლეებს:
გისურვებთ წარმატებას!

