2019 წლის 27 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე Welcome Party გაიმართა. საღამოზე უკრავდა ჯგუფი ¼ და სამი DJ: თორნიკე კვინცხაძე, რატი ჩინჩალაძე და გიორგი ბექტურაშვილი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა.
აღნიშნული ღონისძიებით, იმ აქტივობების ერთკვირიანი პროგრამა დასრულდა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველკურსელებისთვის მოამზადა.