ფაკულტეტის საბჭომ გადაწყვიტა:
- ხარისხის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გამოცხადდეს არჩევნები სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე;
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2024 წლის 22 ოქტომბერს და დასრულდეს 2024 წლის 29 ოქტომბერს, 18 საათზე;
- არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია;
ა. განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
ბ. პირადობის მოწმობის /პასპორტის ასლი;
გ. ავტობიოგრაფია (cv);
- არჩევნები ჩატარდეს 2024 წლის 31 ოქტომბერს;
- არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.
იხილეთ >>>>>ოქმი