1. Tempus -ის პროექტი – Developing Student Career Services in Georgia – CASEDE 530566-TEMPUS-1-2012-1-
LT-TEMPUS-SMGR „სტუდენტური სერვისების განვითარება საქართველოში“ აღნიშნული პროექტის
კოორდინატორი იყო ვილნიუსის უნივერსიტეტი – ლატვია. პროექტი მიზნად ისახავდა
სტუდენტებისათვის ისეთი სერვისების მიწოდებას, რომელიც განავითარებდა მათ კარიერულ წინსვლას.
უნივერსიტეტში აღნიშნული პროექტის ბაზაზე შეიქმნა “სტუდენტთა კარიერული ცენტრი“
მომზადდა სასწავლო კურსი ,,კარიერული მართვა“, რომელიც დაინერგა ბიზნესის ადმინისტრირების
საბაკალავრო პროგრამაზე, როგორც სავალდებულო და როგორც საუნივერსიტეეტო არჩევითი კურსი-5
ECTS; სილაბუსი და საგნის პროგრამა მომზადებულია იმგვარად, რომ დაიშალოს ტრენგ-კურსებად.
სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრში სტუდენტებს საშუალება აქვთ აირჩიონ მათთვის
სასურველი ტრენინგ-კურსი;
2. Tempus -ის პროექტი Development and Introduction of Multilingual Teacher Education Programs at
Universities of Georgia and Ukraine – DOIT – EU-TEMPUS_DOIT-,,მულტიკულტურული განათლებისა და
კულტურული მრავალფეროვნების სწავლების სასწავლო პროგრამის რეფორმის საერთაშორისო მოდელის განვითარება“ 2012-2016 (კოორდინატორი-გორდონის აკადემიური კოლეჯი-ისრაელი)
შეიქმნა 4 სასწავლო, ინოვაციური კურსი: ბავშვთა უფლებები, კულტურათშორისი ურთიერთობების
ხელშეწყობა კლასში, იდენტობა მულტიკულტურულ საზოგადოებებში, მულტიეთნიკური საქართველო;
კურსები დანერგილი იყო დაწყებითი განათლების ასევე ქართული ენის მოსამზადებელ 1 წლიან
პროგრამაზე, ცალკეული თემები ჩაშენებული იქნა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამებში (ინგლისური ფილოლოგია, ისტორია), ასევე
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან მაინორ პროგრამაში, დღეისათვის კურსები შეტანილია
დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო 300
კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაში, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნობრივი
ჯგუფის მოდულში.
DOIT-ის ფარგლებში მომზადებული კურსები:
* განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისთვის და ადამიანის უფლებათა სწავლება-6 ECTS;
* მრავალეთნიკური და მრავალკულტურული საქართველო 4 ECTS;
მულტიკულტურული განათლება-5 ECTS;
კულტურისა და განათლების კერები სამცხე-ჯავახეთში-4 ECTS
ბავშვთა უფლებები განათლებაში და განათლების მეშვეობით: ვსწავლობთ ერთად ცხოვრებას-6 ECTS
რამდენიმე სასწავლო კურსში მოხდა DOIT-ის კურსების ელემენტების ინტეგრირება(ძირითადად,
განათლების, ჰუმანიტარულ და სიციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროგრამებში)
3. EU-ASPIRE-,,ინდივიდუალურ საჭიროებათა მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია” 2012-
2015 (კოორდინატორი-ილიას სახელნწიფო უნივერსიტეტი)
EU-ASPIRE
მომზადდა და პილოტირება გაიარა 8 სასწავლო მოდულმა:
მოდული 1 – ინგლისური ენის მოდული განსაკუთრებული მიზნებისთვის;
მოდული 2 – მარკეტინგიული მოდული (შესავალი თეორიასა და პრაქტიკაში);
მოდული 3 – ბიბლიოთეკის გამოყენების მოდული;
მოდული 4 – დამხმარე ინსტრუქტორის (ე. წ. შუამავალი ოფიცრის) მოსამზადებელი მოდული;
მოდული 5- შემეცნებასა და სწავლასთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევის ხელშემწყობი
მოდული (სწავლასთან დაკავშირებული ზომიერად და მწვავედ გამოვლენილი სირთულეები და
დისლექსია);
მოდული 6 –კომუნიკაციასა და ინტერაქციასთან დაკავშირებული სიძნელეების დაძლევის
ხელშემწყობი მოდული (SWOT ანალიზის საფუძველზე გამოვლენილ აუტიზმზე ფოკუსირება);
მოდული 7 – ფიზიკურ მოძრაობებთან და მგრძნობელობებთან დაკავშირებული სიძნელეების
დაძლევის ხელშემწყობი მოდული;
მოდული 8 – სოციალურ უნარებთან, ემოციურ გამოხატვასთან და ქცევასთან დაკავშირებული
სირთულეების დაძლევის ხელშემწყობი მოდული;
აღნიშნული მოდულები ინტეგრირებული იყო დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამაში,
ასევე ნაწილი მოდულებისა (3-4 სთ) ინტეგრირდა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამაში; ამჟამად,
მოდულები გაერთიანდა და მათი მეშვეობით მომზადა დამოუკიდებელი სასწავლო კურსები:
1.ინკლუზიური განათლება-6 ECTS;
2. სწავლის ემოციური და სოციალური ასპექტები 6 ECTS;
რომელიც შევიდა მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო და სამაგისტრო ინტეგრირებულ, 300
კრედიტიან პროგრამაში.
4. EU-DIMTEGU-,,მულტილინგვური მასწავლებლის მომზადების პროგრამების შექმნა და დანერგვა
საქართველოსა და უკრაინის უნივერსიტეტებში“ 2012-2016 (კოორდინატორი-თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი)
ტემპუსის ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა ბილინგვური სკოლის მასწავლებლის
საგანმანათლებლო პროგრამა.
პროექტის ფარგლებში მომზადებული კურსების ნაწილი დანერგილია ფილოლოგიის საბაკალავრო,
ქართული ენის სამაგისტრო პროგრამებში, კურსები აქტიურად არის გამოყენებული არაქართულენოვანი
სტუდენტებისთვის ქართული ენის მომზადების 1 წლიან საგანმანათლებლო პროგრამაში.
ამჟამად, მომზადებული კურსები: 1.ქართული, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდიკა-5 ECTS; 2.
მულტილინგვური განათლება-5 ECTS; 3. ბილინგვური განათლების საფუძვლები-5 ECTS; შესულია
მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო და სამაგისტრო ინტეგრირებულ, 300 კრედიტიან პროგრამაში.